Friday, September 12, 2014

მათემატიკა მთელი მეცნიერების გასაღებია

‘’მათემატიკა’’  ბერძნული სიტყვაა და ბერძნულად ‘’მე ვიცი’’ ან ‘’მეცნიერება’’–ს ნიშნავს. სიტყვა ‘’მათემატიკა’’–ს  პირველად   ჩვ.წ. აღ–მდე 550 წელს  პითეგორას სკოლაში ვხვდებით. პითაგორა ასევე მათემატიკის ისტორიაში ყველაზე ბევრი განტოლების შემქმნელი მეცნიერია. 
მათემატიკა კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი უძველესი მეცნიერებაა. ის მთელი მეცნიერების გასაღები  ითვლება. მისი დახმარებით სამყაროს მიხვედრა შეიძლება. რაოდენობის დათვლა ხელზე ათი თითის არსებობის ათვისების შემდეგ წარმოიშვა.
უძველესი ადამიანისთვის თითები  ანგარიშის უკეთესი საშუალება იყო. კამჩატკაზე მცხოვრები ხალხის მიხედვით, 20–მდე  თვლის სისტემა არსებობდა. ისინი ფეხის თითებითაც  ითვლიდნენ. პირველი მათემატიკოსი ქალი ბერძენი ჰიპათია იყო. ის IV-V  საუკუნეებში ცხოვრობდა.
 ასო X,  რომელიც განტოლებაში იხმარება არაბულად  ‘’რაღაცა’’ –ს ნიშნავს. შემდგომ ესპანურ ენაზე არსებულ ალგებრის წყაროებში  X  –ით შეიცვალა. ამჟამად ალგებრაში  გამოყენებული ყველაზე პოპულარული ასოა. ჰეროდოტეს მიხედვით, მათემატიკა ეგვიპტესა და მესპოტომიაში წარმოიშვა. ისლამის სამყაროში მათემატიკამ  750–ე  წლის შემდეგ აბასილების ხელისუფლების ხანაში  დაიწყო გავრცელება.
 მუჰამედ ბინ მუსა ალ–ხარაზმი ისლამის ისტორიაში პირველი მათემატიკოსებიდანაა. სახელიდან ჩანს, რომ უზბეკეთშია დაბადებული. ის 4 ცნობილი წიგნის ავტორია. ესენია: გეოგრაფია, ასტრონომია, გეომეტრია და ალგებრა. ამათგან ყველაზე ცნობილია “ Al-Cebir ve Al-Mukabele’’.   სიტყვა „ალგებრა’’–ს ისტორიაც ამ წიგნიდან იწყება. პირველად ეს სიტყვა ამ ნაწარმოებშია ნახმარი. 
ისლამის ისტორიაში მეორე მათემატიკოსი ომარ ხეამია. ომარ ხეამის გამოთვლილი ჰქონდა, რომ  მზის წლიური ბრუნვის  სიგრძე 365.24219858156 დღე იყო.ამჟამად ცნობილი  წლის 365.242190 დღე და ყოველ 70–80  წელში  მძიმის  შემდგომი 6 ციფრის ცვლა ჰქონდა გამოთვლილი.  ‘’=’’ ნიშანი პირველად 1557 წელს რობერტ რეკორდმა აღმოაჩინა. ერთადერთი ციფრი, რომელიც რომაული ციფრებით ვერ იწერება 0–ია. პირველი უარყოფითი რიცხვებისგან  III საუკუნეში ჩინეთში ისარგებლეს. კვადრატის ტოლობა XI საუკუნეში ინდოეთში დადასტურდა.

No comments:

Post a Comment